0 358

სასახლე ძველი


სასახლე ძველი ადგას ხეობას,
თითქო ჰაერში - ბაღი ჰკიდია,

და თვლის წუთების ერთსახეობას,
როს მშვიდობიან დღის ამიდია.

ზის აივანზე თავხედი ყვავი,
ერთი მათგანი, ვინაც სნებიან

და გამჭვირვალე ჰაერში შავი
ზმანებებივით იფანტებიან.

მოაქვს გაზეთი მოსამსახურეს,
შორეულ ომის მოაქვს ცნობები.

საღამოს წიგნი მთებმა დახურეს,
მე მშვიდ არეებს ვემშვიდობები.
კომენტარები (0)