საღამო (ეხლა ასეთი სიმართლეც)


„ეხლა ასეთი სიმართლეც კი არვის აშინებს“, -
მხრების აწევით ამბობს ქალი და მიუთითებს
სასაფლაოზე დაფენილი ვარდების წყებას -
შავებით მოსილ ქალთა შორის დაცემულ ქალებს.
ქალ-ვაჟი რაღაც იდუმალად უცქერს ერთმანეთს,
უცხო ენაზე ლაპარაკობს ლამაზი ქალი.
„ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ, ეხლა ქართულად!“
„მე ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, ასე მგონია.
ასე მგონია, შეგაწყინეთ კიდევაც თავი“.
„არა, მე თქვენთან საუბარი არ მომწყინდება“.
„ნუთუ თქვენ ეხლა შეგიძლიათ გულდამშვიდებით
საუბრის სმენა? განა ეხლა ასეთი დროა?“
„მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,
მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით -
ილაპარაკეთ, გევედრებით... ოღონდ ქართულად...
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი