საყვირმა დაჰკრა
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ ორთქლმავალს სოციალისტურს მტერი ჰყავს ჯერ დაუმცხრალი, თუ არ დავუხვდით, როგორც გვსურს, თავი რად გვინდა ცოცხალი?! საყვირმაც დაჰკრა დილისამ, აჰყარა გარეუბნები. ცისკარო, თვალებთილისმა, რატომ ბანს არ ეუბნები!! შენი ცა სხვაფერ ოცნებობს, ღამეც ბევრი გაქვს ნათევი, აქ კი სხვა სახელოსნოა და სულ სხვა ნაძალადევი. ამქარი ხიდს გადასცილდა, ხიდს გადასცილდნენ ლანდები დაჰკარით, რკინიგზელებო! დროვ, ასე გაფოლადდები! აქ თვითეული მკრებელი მებრძოლი არის მედგარი, რომ დასძრას მატარებელი ახალ ლიანდაგს შემდგარი. სტვენს ორთქლმავალი ქარდაქარ, კვამლი ფრიალებს ნაქარი. საყვირმა დაჰკრა, შენც დაჰკარ! დაჰკარი, ცეხო, დაჰკარი! სამშობლოს სოციალისტურს, მტერი ჰყავს ჯერ დაუმცხრალი, თუ არ დავუხვდით, როგორც გვსურს, თავი რად გვინდა ცოცხალი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი