0 467

სევილია


ელანდება სევილიის
შეღამება ჩქარი,
ძლივს ანათებს ქალაქს მთვარე,
გარედ გრგვინავს ქარი.

ბორგავს ბავშვი ავადმყოფი,
ღამის სწურავს ბნედა
და იდუმალ მწუხარებით
თავთან უზის დედა.

მაგრამ ეს ხომ სიზმარია
და სიზმარი ტკბილი,
უღვიძარი არის დედის
სამუდამო ძილი.
კომენტარები (0)