სთვლემს ტყის ნაპირი
სთვლემს ტყის ნაპირი გადავერცხლილი, უხმო ალერსით ეკვრის ტოტი ტოტს. დასძინებია ალერსიან ბაღს, დასძინებია სევდიან წალკოტს... ვარსკვლავიანი შუაცა ბრწყინავს, შუაცა იწვის, დნება ნელ-ნელა... მოგონებათა ელვარებს სარკე, მაგრამ ჩემს გულში ისევე ბნელა. ვეძახი სულს და ხმას არვინ მაძლევს, უხმო ალერსში ეკვრის ტოტი ტოტს, დასძინებია ალერსიან ბაღს, დასძინებია სევდიან წალკოტს...