სიტყვა პოეტის


მყინვარის თოვლით მოსილ ყინულზე
ობლობის სიტყვა მგზავრმა დასწერა,
შიგ ჩააქსოვა დაგუბებული
კაეშან-ფიქრი და გულის ძგერა.
მყინვარის გულზე დაწერილ სიტყვებს
მზის ფერადები ამოშლის მალე.
ასე წაიშლის ლამაზ ქალის ლანდს
სარკე სპეტაკი და გამჭვირვალე.

მაგრამ ჩემს სიტყვას, აქ ამოკვეთილს
ვერ წაშლის ქვეყნის ზრახვა და ვნება,
წაშალე თუნდაც ამ ფურცლებიდან -
მაგ გულიდან არ ამოიშლება.
გულიდანაც რომ ამოიცალო,
ჰანგებს გაჰყვება სიმღერა თანა,
ქვეყნისთვის იგი არ არის უცხო,
უცხო არაა მისთვის ქვეყანა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი