სტრიქონები
ციკლიდან „ეპოქა“ 1 აგერ ვაზები, სიმინდები და ტყე მზიანი, საღამოს ქარი - მოძახილი იყო ახოთა. აჩქარებული, მხიარული, თავაზიანი „უნდა იცოცხლო“ - დედამიწა გაიძახოდა. 2 გათენდა დილა და ალისფერად, შემოიბურა აღმოსავლეთი, ყველგან სტველია და ჟრიამული, მხოლოდ ზეცაში არაა ღმერთი. მხოლოდ ქვეყნების მაცოცხლებელი, გადმოიღვარა სიცოცხლე - ძალა, და აბობოქრდა, და აღტაცებით შრომის სიმღერა დააგრიალა. 3 განახლებისკენ, განახლებისკენ მიისწრაფოდეს ფიქრი რჩეული, საკაცობრიო გზათა ბრძოლაში სიმშვიდის სიტყვებს გადაჩვეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი