სულ ადვილია რწმენა


ჰგავს შემოხაზულ ვაზას შებინდებული ჭერი,
სად მცენარეებს ხაზავს სწორ ირისების ფერი.

სულ ადვილია რწმენა და დაჯერება იმის:
არის ვარდების ფენა, ფენა მთვარეულ წვიმის.

მოვა ახალი სმენა აქარიშხლების მძაფრის.
სულ ადვილია რწმენა აუხდენელი ზღაპრის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი