სუროშემოხვეული
ოპერის ბაღს ერთგვარი აქვს შვენება რჩეული; სდგას მოხუცი მედგარი სუროშემოხვეული. მხარე - მისი გულია, მხარე - მისი მგრძნობელი; ირგვლივ ჟრიამულია, გაზაფხულის მხმობელი. ძალა ასეთ გულისა იყო ლექსი მკობილი, გრძნობა თვის მამულისა - გრძნობა კეთილშობილი! მიყვარს, როგორც მიყვარდა, მე ეს მიდამოები, ამ თეატრში გრგვინავდა ჩემი საღამოები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი