სხვადასხვა გული


ციკლიდან „ეპოქა“

ტფილისს მზეების დაეცა ტბორი,
გრიალებს თერგი, არაგვი, მტკვარი.
კავკასიის მთებს გავსცქერით ორი,
სხვადასხვა გული, სხვადასხვაგვარი.
ან თემურლანგის, ან ჯარის სხვისის,
ცეცხლად რომ იქცეს მზეთა ეს ალი,
დასწვას, აანთოს მთელი ტფილისი.
დასწვას. ცრემლს მაინც არ დაღვრის თვალი.
შრომა აღადგენს გააფთრებული,
რასაც დაანგრევს სიმძაფრე ავი.
შრომით ტფილისის გაკაჟდა გული, -
აი, რა არის თავი და თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი