ტბა ალპიურ ზონაზე
მივდიოდი ყვავილების ველით გზაზე, ოსტატ ოქრომჭედლის ხელით ბეჭდის თვალში ჩაჭედილო ტბაო, შენს ნაპირად ჰშვენის ბზა და ბაო. სწორი ნაძვი არის ალვის მსგავსი და ნაძვებს ქვეშ დაყრილია ხავსი. მწუხარება ველის აქ არ არის, არ ჰყვავიან ყვავილები ბარის. სპეტაკია, როგორც სარკის ბროლი, შარშანდელი, გაუდნობი თოვლი. სისპეტაკით და სიწმინდით სავსე ფერადდება მშვენიერი ხავსი. მომტყდარი ხე ახალ ხავსზე მოწვა, მეხმა მისი გული ცეცხლით მოწვა. და გაშალა თეთრ-ყვითელი გზნებით მონადირეთ გასავლელი გზები. ალპიური ყვავილების კონა - ასეთია მშვენიერი ზონა! აქ პოეტის მგზნებარების საგანს ის ფერი აქვს, რაც არაა სხვაგან. მარად რჩება მოგონება ვრცელი - მაღალ მთაზე დაფენილი ველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი