ტყე დაბურული


ტყე დაბურული, შავი, ზღაპრული,
გარინდებულა ნაძვის სვეტები,
მთების გამოჩნდა სილუეტები
გაფითრებული და დაზაფრული.
ჰოი, არაგვო, მთაწმინდა, ზინდის!
არის ძახილი ეფემერიდის.
გარინდებული ნაძვის სვეტები,
მთების გამოჩნდა სილუეტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი