უბედურ საათს არვინ დაგიცავს
უბედურ საათს არვინ დაგიცავს, არავინ გეტყვის მშობლიურ ნანას, მაგრამ გახედავ ყრუ დედამიწას და მოიგონებ შენ შენს სატანას. იმედი, შენი ბრძოლის საგანი, გატაცებაა დაუდგრომელის. მოღუშულია შენი საკანი: სხვა რა, სიკვდილი მხოლოდ მოგელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი