უკანასკნელი მატარებელი


ჩემი სიცოცხლის გამმწარებელი
სულ მალე გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი,
ბედისას ვარსკვლავს სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება,
რა საჭიროა ეხლა გოდება?
მატარებლის წინ როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?

მატარებელი თვლემს, როგორც ლავა.
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.

აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს. მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლაშა ციტატელიBlogger3 წლის წინ

ეს ლექსი პოეტმა მიუძღვნა თავისი მეუღლის ოლღა ოკუჯავას ხსოვნას, რომელიც მეორეჯერ მიჰყავდათ გადასახლებაში💏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი