უკანასკნელი ღრუბელი
იმ უკანასკნელ ღრუბელში შუქმა ისარი შეჰყურა. სინჯავდა ჰაეროვნებას ცეცხლოვან შუბით მშუბველი - ამაოების ღრუბელი, როსმე ჩემს ზეცას ეხურა, როსმე ჩვენს ზეცას ეხურა ამაოების ღრუბელი. შენ ისვენებდი, მრავალის მომსწრე, სამშობლოვ, დროების. ჩემი გული კი მარადის ღელავდა როგორც ტეხურა. როსმე ჩვენს ზეცას ეხურა ღრუბელი ამაოების. ღრუბელი ამაოების როსმე ჩვენს ზეცას ეხურა. ჩემს რამდენ ლექსში, სამშობლოვ, თავგანწირულად, მეხურად დაგრიალობდა გრიგალი, რევოლიუციის მგუბველი. აწ გაჰქრა იგი ღრუბელი, მშობლიურ ცას რომ ეხურა - მშობლიურ ცას რომ ეხურა ამაოების ღრუბელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი