უცხოელ პოეტს
ჩვენში: „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო“ - მღერდნენ. თქვენში კი - ერთობ სხვა ამინდია, მგოსნებიც თქვენი გადასხვაფერდნენ. რა სასწაულით, რა საწყაულით პოეტი უნდა შეიქნეს მოგვი - მუხლები თუ აქვს გადატყაული ბატონების წინ ხვეწნით და ჩოქვით. არვინ მიენდოს ამგვარს იოტით! პოეტი მართლა პოეტი თუა - არც ერთ მლიქვნელის და იდიოტის სწრაფვას იმისას არ აჰყვეს ჭკუა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი