უცხოელი ბავშვი
შორს გაფენილო მინდვრების ტილო, და გიგანტურო ღრუბლების ჩრდილო! ნისლების მძიმე მტევნები მთაზე რა სიმდიდრეა, რა სილამაზე. ნარინჯის ვრცელი და ფართო ხალი, თურინჯი, თუთა და ფორთოხალი. მძივები ნაზი, ცვარი კამაზე... რა სიმდიდრეა! რა სილამაზე! ეს ოცნებაა, ოცნება ლაღი. შენ რა, პატარავ? სხვისია ბაღი. სხვისია მძიმე მტევნები ვაზზე, შვება, სიმდიდრე და სილამაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი