ქრონიკა ერთი დღის
თოვლჭყაპიანი ქარი, სამი სიკვდილი - ღამის, სადღაც ხმაურობს მტკვარი, აი პორტრეტი სამის. გზები ცივი და სველი, ელექტრონების შხამი, მიწერ-მოწერა ძველი და უბედური წამი. დღის არ გეღირსა ნახვა. უბედურება. სისხლი. მწარე წელიწადს გაჰყვა ზედმეტ ცხოვრების ნისლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი