ყვავილები


ყვავილებისას გვირგვინებს ვწნავდი,
სატრფოს საფლავზე მიტანა მსურდა...
უცებ ნიავმა წამომიქროლა...
რისთვის წამართვა, რისთვის შეშურდა?

მინდვრად ყვავილთა კონა შევკარი,
ჩემთვის გვირგვინის შეკონვა მსურდა,
ოცნება იყო... და სინამდვილემ
ესეც წამართვა, ესეც შეშურდა.

კუბოს ფიცრები ყვავილით მოვრთე,
გულში კაეშანთ გუნდი აცურდა...
სიკვდილს ვეძებდი, ის არსით სჩანდა...
ყვავილიც ჩემთვის მას შურდა, შურდა.

ბუნებავ, ტრფობის წმინდა ყვავილი
რომ დამაბარე - ვერსად ვერ ვპოვე,
ბედნიერება ჩემთვის არ არის,
ბედკრული შვილი გამომიგლოვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი