ყვავილები - წუთები
სიზმარში ვნახე: ყვავილებს ვკრეფდი, თეთრ-თეთრ, ლურჯსა და წითელ ყვავილებს, ვუფრთხილდებოდი, როგორც ნატვრის თვალს, მათ სუსტ ღეროებს, მათ ობოლ ღილებს. დავაწყე იგი იმ ადგილებზე, სადაც სიკვდილის მეფობს ნავარდი... და როცა დილით გამომეღვიძა - იქ აღარ იყო არცერთი ვარდი. ნეტარ წუთებით მთვრალ სიყმაწვილის ბედნიერ დღეებს ავსებულს ჟინით ვუფრთხილდებოდი ჩემს გაზაფხულზე, ვმოსავდი ნატვრის ფარჩა-გვირგვინით. დავიმახსოვრე მე ეს წუთები, ეს გაზაფხული ნაზი, სათუთი. გამოვერკვიე შემოდგომაზე - მე აღარ დამხვდა არცერთი წუთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი