ყველგან დირიჟორად არის ინჟენერი

ციკლიდან „ეპოქა“

ქვეყნად სახლებია, ზღვაზე გემებია,
ყველგან დირიჟორად არის ინჟენერი.
არჩევს ხელსაწყოებს, დაუჩემებია
არტეზიანების გული ნაშენარი.
მისით მანქანები აგუგუნდებიან,
მისით რკინისგზები გადაიხლართება,
მისით ხომალდები შორით ბრუნდებიან,
რთული მექანიკა მწყობრად იმართება.
მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,
არის საუკუნე ინდუსტრიალური.