ყორანი
ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში; თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი, წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი). ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობი აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით, უცნობებს ეძახის ფარული ხველებით - და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით. ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებს და როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით - ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით: ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი