შავი ყორანი
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ‘ნუ იხედები... ნუ იხედები!" გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო გასავლელი გზის სივრცე უცვლელი; შავი ყორანი ისევ მომჩხავის: ‘შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!" მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს, ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა; შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა, შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა... გადაიფრინა და მომაგონა დრო, უბედობის გვერდით მხლებელი, ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი, სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი