შემოდგომა


1
ობოლ ფოთლებს, ნაზ ყვავილებს
ქარიშხალი თავზედ ივლებს;
კორდი კდემით თვალებს ნაბავს,
მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაბავს,
ტანთგახდილი და შიშველი
მთას შესჩივის: „ვერ მიშველი?“
ვიღაც კვნესის, ვიღაც კვდება,
ვიღაც ნისლში ინაკვთება.

2
მოწყენილია მიდამო, თეთრი
ნისლის ზღვა მინდორს გადაეფინა.
გადმომიშალა სიცივე მკვეთრი,
ჩემს არსებაში იპოვა ბინა.
მომბეზრდა ყოფნა... სულს შეეთვისა
აზრი: დაფარვა ქარიშხლის ფიფქით,
ვით ყრუ ძახილი უკვდავებისა
დროთ საზღვარს იქით,
დროთ საზღვარს იქით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი