შემოდგომის მოტივებიდან

სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,
მოვიდა ნელი ქარვის ფერები.
მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა
გაყვითლებული ალვის ღერები.

სულში სიმშვიდე არის ისეთი,
თითქო დროებით ართმევს დროებას
ამ შემოდგომის სიმაისეთი
მოცემულ სითბოს და მყუდროებას.