შემოდგომის ფრაგმენტებიდან
ჩამოყვითლდა, გაიცრიცა ბაღი, აღარ არის ყვავილების თაღი, ატივტივდა ფერდობებზე ნისლი, ველად ყვირის ხარირემი ლაღი. დაიჭექა სადღაც თოფმა რისხვით, ხრიოკიდან წამოვიდა სისხლი. აღარ ჰყვირის ხარირემი ლაღი. ატივტივდა ფერდობებზე ნისლი.