შენი ღიმილი

(ნაწყვეტი ალბომიდან)

...შენი ღიმილი ლეონარდო და-ვინჩის ხელის
მე არ მინახავს გაფრენა და გაუკვდავება,
მაგრამ მე უფრო სევდიანი რამე ვიხილე:
შენი სიკვდილი, შენი ადრე დასაფლავება.

შენი ღიმილი დაეძებდა მზეს იტალიის,
ტორკვატოს ცის ქვეშ შენ გელოდენ დიდი მხატვრები...
იქ ყველა ციურ აღმაფრენის ცეცხლით მთვრალია,
მაგრამ შენ მათი ხელოვნებით ვეღარ დათვრები!

შენ ღიმილს მე თან გავატანე ბედნიერება,
სიყვარულიდან გავატანე, რაც კი რამ მქონდა,
მაგრამ ღიმილი გაიტაცეს ჩემი გულიდან,
როგორც ლუვრიდან გაიტაცეს შორს ჯიოკონდა!
კომენტარები (0)