შენს ფენილზე მიდი-მოდის
შენს ფენილზე მიდი-მოდის ათასგვარი მგზავრი, მიაქვს-მოაქვს მრავალ შფოთის ოცნება ან ჯავრი. ყოველნაირს იტანს ტეხილს შენი გული ლოდის, ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით... ფოსტაც მიდი-მოდის. მიაქვს, მოაქვს ბარათები შენს სივრცეებს მარადს, მხოლოდ ბეკს რა ემართება? - ვერ ეღირსა ბარათს. ელის, როგორც ამოხეთქვას, ელის, როგორც მადანს, მაგრამ მცირე რამე ფეთქვა იმამდე ვერ ატანს. საყვარელ გულს შენ აშორებ და მის გულსაც ბზარავ, ბერლინამდე ვარშავიდან მიმავალო შარავ!