შესდგა ცხენი
ციკლიდან „პაციფიზმი“ შესდგა ცხენი. მზეზე ბზინვა ბზიფის, ღელვად მისდევს ყვავილების ბიბინს. მაჭახელის - მცნობი მუსაიფის, მონადირეც მისდევს ბზიფის კიბეს. ფერადია სამოსელი ბზიფის - ხოხობივით მშვენიერი დიბის. ცისარტყელათ შუა, იმა კიბეს, სდგას ირემი... ხედი ხიბლავს ბზიფის. სურნელება ლბილი თივის თიბვის - აი რაა დილა მზიურ ბზიფის. და მტევნების სულ მწიფეზე მწიფის მსგავსებაა ჩუქურთმები ბზიფის. ჰანგი ესმის ბზიფის სიირიბეს - დოვლათისა, არა სიღარიბის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი