შეღამება
ეფინება შუქთ ნაჟური როგორც მკრთალი აბაჟური. ქუჩაზე კივის ნარნარი ავტომობილის ფანარი. მღვრიე გრიალის დორბლები ავტომობილის ბორბლები. ყვირილით დაღალდა, გაზეთი, ქაღალდი. ლანდი, შუაგზის იმედის, რესსორი ველოსიპედის. შუადრო ქალაქს აძალებს ასაფეთქებელ მასალებს. და შუქებს გამოფენათა ქუჩებზე გადმოენათა. იყო სანთელზე ყოველი ნაქარგები და ქსოვილი, მუქარითა და ვედრებით ვაზებით, გაზომეტრებით. იყო რკინა და ფოლადი უძლიერესი, ყოვლადი. და ორთქლები უხსნის ბაგეს მძიმე რკინის ლიანდაგებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი