შეშლილივით დააღებს კარებს
მე სიმღერას შევჩივლებ დარდებს შებორკილივით, ჩემი არ დაფარული მწუხარების საგანი შეშლილივით დააღებს კარებს წივილ-კივილით, რომ უგულოდ ჩააქროს რამე გრძნობათაგანი. სულში მტვერი ადგება ცეცხლისა და ნაცარის, არარა არ ახარებს შორი ფერისცვალებით, მინდა ისევ ქვეყანას ვაპატიო, რაც არის, ცივი ნოემბერია ვალკირიას თვალებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი