შვებული
აქ როგორ არ გადიხაროს, რაც დილის ნამმა დანამა, შვებულის გული ახაროს კოლექტიურმა ყანამა. მზის შუქზე უფერადესი ჟუჟუნა წვიმა მოსულა, მოსაწევ-ნახნავ-ნათესი ყიჟინით გარემოცულა. ეს მოსავალიც, ვით მოლი, ჟუჟუნა წვიმამ დანამა, თუ რამემ გული გაათბოს, ისევ აკრეფის ხანამა. ზვარს ვინ შეხედავს უგულოდ, ვარდი ყელამდე მოსულა, სიმღერა დავაგუგუნოთ, ჩვენი შვებულიც მოსულა. მოსულა, მოსულა, მოსულა, ჩვენი შვებულიც მოსულა გაზეთი მოუტანია, ბობოლა დგას გულმოსულად. დანამა, დანამა, დანამა, ჟუჟუნა წვიმამ დანამა, თუ რამემ გაგვახალისოს - შეხვედრამ ამისთანამა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი