ჩაკეტა კარი
ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას, როცა გათავდა დიდი მიტინგი, ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას. დარჩება სახლში და მისი ქოხი მოეჩვენება სურორეული, სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი, როგორც ომების ხმა შორეული. მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას, რომელსაც არხევს ალი მთოვარი, მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა, ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი