ჩამავალი მზე
ვუძღვნი მონაზონ ქალს 1 მზე დასავლეთით ესვენებოდა, სჭკნებოდნენ ვნებით სხივები მზისა, ორთქლით დანამულ მიწაზე ვწერდი - რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა! 2 მზე ამოვიდა, ღრუბელთ სიწითლეს მოულოდნელად ფერი ეცვალა და საიდუმლოს ფერი ბრწყინვალე შემოეძარცვა, შემოეცალა. 3 ცელქმა ნიავმა ჩემი სიტყვებით დასერა ლურჯი ეთერი ცისა და წაიკითხა მთელმა მსოფლიომ - რა რიგ მიყვარხარ, ჩემო რაისა!.. 4 უცებ გაცოცხლდა ირგვლივ ყოველი, ველებს აღელვებს ნიავი მშვიდი, ამოიშალა ძველი სიტყვები, ახალი გზებით მიდის რაინდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი