0 227

ჩაჰკეტა კარი


ჩაჰკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.
დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურო-რეული,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორეული.
მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.
კომენტარები (0)