ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა
„ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი“. შოთა რუსთაველი ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს. სხვას თუ არ უნდა ამის გაგება, შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, - რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება, არამედ კაცი რწმენით და იჭვით. რომ მომავალშიც ავიტან მრავალს უამინდობას, წყურვილს, სიცივეს, ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს - ერთი იმედის შუქს მოციმციმეს. დაბრკოლებათა ათასგვარ საკანს, შეურაცხყოფის სუსხსაც ავიტან, ოღონდ ვხედავდე სიცოცხლის საგანს ჩემი სამშობლოს სანახავიდან. მარტოობასაც ავიტან მწარეს, უმეგობრობას ავიტან მძიმეს, ჩემი სამშობლოს სანახავიდან ოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი