ჩემი სიმღერა
ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი, სურათი რამე, კარგზე მგლოვარი, ზოგს ვარდი - წიგნში ჩანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი, ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი, საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. თმა, როგორც განძი ძნელსაშოვარი, წიგნი რამ, ომით მონაპოვარი, საფერფლე, მამის დანატოვარი, - ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. სამშობლოვ, მარად მსასოოვარი, ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი, ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი