ჩემო მადონნავ!
გულატოკებით, ტკბილ ფიქრთა გზნებით, ზეშთაგონებით, ციურ ოცნებით, გაქანდაკებდა მხატვარის ხელი. მაგრამ ეს გრწამდეს, ვინც უნდ გხატავდეს, ჩემდენ სიყვარულს ვერ იგრძნობს აღძრულს თუნდ ღმერთი იყვეს, თუნდ რაფაელი! ვერა, ვერ ვუცქერ გულდამშვიდებით ოცნებით სავსე შენს ცისფერ თვალებს, მოვკვდებით... ერთად აღარ ვიქნებით ესღა მაშფოთებს... ესღა მაწვალებს... მაგრამ რას ვამბობ. გრძნობას გავათბობ და მსუბუქ ფრთებით გადავფრინდებით, ჩემო მადონნავ, ოცნების მხარეს. იქ მე დავხატავ ჩვენს უკვდავ სიზმარს, იქ კვლავ მოვმართავ ჩემს წკრიალა ქნარს, იქ გულშივ ჩავკლავ გრძნობათ სამარეს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი