ჩემს ძვირფას შინატეხელს
ცხოვრება შენი, კარგი, კეთილი... სახელოსნოთი კარჩაკეტილი. არ გახსოვს ლუვრი, ნიუ-იორკი, არცა პარიჟი, ჩემო გიორგი. არც საჭიროა, ის არის ცრემლი, შენ კი ცხოვრების გახურებს გრდემლი და სიყვარული ყველაზე ტკბილის - ახოსპირელის და ევდოშვილის. რამდენჯერ ერთად ტიროდით ქეიფს, რეჟიმებს მძიმეს, სასტიკ ზღუდეებს. თქვენ სვამდით ღვინოს, რომ სულმა იწყოს ღელვა, რაც ვერვინ ვერ დაგვავიწყოს. ებრძოდით მუქთახორობას ქარში... ბევრში, ვინ იცის, შენ ერთი დარჩი - სპეტაკი, როგორც ვანქი, სიონი, შენ გესალმება გალაკტიონი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი