ჩვენ
უცხო ვინმე არ გეგონოთ, მე ვარ რატი რატიშვილი, ათი შვილი ცოცხალი მყავს, ასი შვილის შვილისშვილი. მათში სულ ყველაზე უმცროსს ჩემი სახელი აქვს: რატი, მე ასი წლის მოხუცი ვარ, მას წელს შეუსრულდა ათი. როცა ვკითხავ: „ოცი წელი, მიმდინარე წლებს რომ ერთვის, ვისთვის იყო მეომარი?“ ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენთვის!“ შემდეგ ვკითხავ: „ამ დროშებით ამ ვარდებით მონაფენი დღე ვისია დღევანდელი?“ ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენი!“ ბოლოს ვკითხავ: „მომავალი საქართველოს შვება-ლხენა ვინ იგრძნოს და უზრუნველყოს?“ ბავშვი მიპასუხებს: - „ჩვენა!“ ასეც არის! ამ ოც წელში, რაც ჩვენში გზა გაიკაფა, მსგავსზე ფიქრსაც ვერ ბედავდა ჩვენი პაპის - პაპისპაპა. მაშ, მრავალი გამარჯვების წინ გვიძღოდეს, ჩემო რატი, ოცჯერ ოცი, ოცჯერ ასი და ათასი წელიწადი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი