ჩვენ, არა ერთი ცხოვრების კიდე..
ციკლიდან „პაციფიზმი“ ჩვენ არა ერთი ვიპოვეთ კიდევ ცხოვრების კიდე! ჩვენ ქარხნის ბოლი გვიყვარს ქალაქთა - არა სიმშვიდე! ბრძოლას შრომისთვის, კლასიურ ბრძოლას, რა დააწყნარებს? ის ეძებს გზებს, რომ თავისუფალი მიაწყდეს კარებს. მხოლოდ ბრძოლაზე გვესაუბრება ქურათა გროვა, უფლება მისთვის უმაგალითო მოვა, დრო მოვა. ყოფილა დიდი უსამართლობა - გამათხოვრება. მხოლოდ ბრძოლაში მთელი ცხოვრება - არის ცხოვრება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი