ჩვენი კოდორი
ღრუბლები შორი, აფრები შორი, ახლო ხმაურობს ჩქარი კოდორი, აგე, კოდორით აფრინდა ქორი - ააქვს სისწრაფე... მერე როგორი! და როდესაც ზღვას სწვდება ეს თქორი, მსწრაფლ დადინჯდება ჩქარი კოდორი. მირხევა მდორე, ტალღებიც მდორე და დამშვიდების ზვირთი მეორე. არა ამაოდ დუღდა კოდორი, არა ამაოდ გასჭრა მთა-გორი. იმ დროის არა ერთი და ორი დარჩეს სიბერეს ხსოვნა-ამბორი. მოგონებების არის ეს ტბორი: რა ბედნიერი არის კოდორი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი