ცეცხლი ქუთაისში
ციკლიდან „ეპოქა“ გუშინ რა ცეცხლი სწვავდა ქუთაისს! დღეს რომ ტფილისსაც სწვდეს იგივ ალი, ჩვენი გული გრძნობს ცეცხლიან მაისს და ცრემლებს მაინც არ დაღვრის თვალი. გუშინ რომ ღარიბ მოსახლეობას გაუნადგურდა კერა და ნიში, დღეს რომ იგივე დაატყდეს ტფილისს ჩვენს გულში მაინც არ შევა შიში! ჩვენ მივაშურებთ ღარიბ სადგურებს გულში არ იქნას ღელვა და კრთომა. რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს, ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა. გუშინწინ რაღაც სხვაზე დავიწყეთ ეხლა კი მასის გრგვინვა გაისმა: კერძო დარდები, სიგულმავიწყე გადაგვავიწყოს ათმა მაისმა!.. გვესმის შენი ხმა და გაფიქრება ო, გადამწვარო სახლო და შროშა, რა თანაგრძნობით შენს წინ იხრება დღეს პოეზიის მაღალი დროშა. ჩვენ მივაშურებთ დამწვარ სადგურებს, გულს არ ჩაიდო შიში და კრთომა, რასაც დღეს ცეცხლი გაანადგურებს, ხვალ გულდაგული აღადგენს შრომა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი