ძველი ჟურნალები


მას ახსოვს აკაკის „კრებული“:
აღელვებული, დაფიქრებული.
შლიდა ჟურნალებს დღის მყუდროება.
მას ახსოვს გაზეთი „დროება“,
მას ახსოვს ცაზე მნათობი ბადრი,
ვასო აბაშიძის გაზეთი „თეატრი“
და მთელი რიგი, მთელი სერია:
„იმედი“, „კვალი“, „ივერია“,
„ცისკარი“, „მოამბე“, „ნობათი“, -
მაგრამ მოვიდა უფრო სხვა მყობადი:
და გვესმის ძველების მედგარი ძახილი:
ახალი, ახალი! მოგვეცით ახალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი