ძირს მუქთახორა
ძირს მუქთახორა, სასახლეში რომ დაბინავდა. ჩვენი სიმღერა ამბოხების მუდამ ფრინავდა - სად ქედს არ იხრის მეომარი მშრომელი ხალხი, ჩვენ ვუპასუხებთ ინტერვენტებს: ძირს მუქთახორა! ვინ მიაფინა დახვრეტილი გმირების გორა? ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა, ძირს მუქთახორა! ძმური სალამი ხალხისათვის მეომარ რაზმებს, რომლებიც არა ეკლესიებს და აიაზმებს, - გადამტეხ დროში უუმძაფრესს ნიჭსა და უნარს, ახმარს მომავალს ნათელ დროშით წმინდა კომუნას! ძმები ერთმანეთს ვინ მოსწყვიტა, ვინ დააშორა? ძირს სისხლისმსმელი, ძირს იუდა, ძირს მუქთახორა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი