წარწერა წიგნზე

როცა უმიზნოდ, უშინაარსოდ
რბიან წუთები ბედნიერ დღეთა,
გულს მწუხარება გარემოიცავს
და სულს უსაზღვრო სასოწარკვეთა.

მწუხარე ლექსებს მე ვმღერი მაშინ,
მსურს გავაცოცხლო იმედთა მდელო,
და მოგონებათ წმინდა აჩრდილი
სიცოცხლის ჰანგით ავამეტყველო.

მიიღე წიგნი... წიგნი მწუხარე,
წიგნი სპეტაკი ოცნების ჩემის,
მიიღე ნიშნად სიყვარულისა
და უდიდესი პატივისცემის.
კომენტარები (0)