წიგნის შესახებ
რამდენი ქვეყნად წიგნი იცემა ღირსი, რომ ეგდოს სანაგვის ბოლოდ. მე კი მეგონა, პატივისცემა ნიჭს და ღირსებას ეკუთვნის მხოლოდ. ეს სასწაული ვის არ სმენია: დასავლეთისას იყიდი პრესას და იმის შემდეგ, როგორც გენია, მოევლინები პოლდის, აგნესას. ბევრს სისხლის სმისთვის ხახაც აქვს, მადაც, წიგნიც უნიჭოდ ნაკერ-ნალამბი. რად არ დაიწვის დარაბა, სადაც ჰიტლერის წიგნი ძევს: „მაინ კამპფი“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი