წყალს იქით რომ ერთი სახლია..
ციკლიდან „ეპოქა“ დავბრუნდეთ ხანდახან ალვებთან. ჩვენს თვალწინ იგივე ველია, სადაც ჩვენ ოდესმე ვმღეროდით: დელია, დელია, დელია. წყალს იქით რომ ერთი სახლია და მთების მაღალი ყელია, ის, ასე მგონია, ახლოა - დელია, დელია, დელია! ლიხს იქით რომ ერთი ალია, - ანთია, მზესავით მწველია, ჩვენ დილას ვეძახით ალიონს, დელია, დელია, დელია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი