0 842

ხუთწლედი ოთხ წელიწადში


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

არა გადაზვირთება,
არა სიტყვა ლიტონი -
ჩვენს ქვეყანას სჭირდება
უამრავი ლითონი.
ნიავქარს არ აჩუქო
ერთი წამი ან წუთი,
ჩვენს ქვეყანას სჭირდება
მანქანა და მაზუთი.

შრომა არ შეანელო -
ტემპები დაახშირე,
რადგან მხარეს სჭირდება
შავი ოქრო, ნახშირი.
გაუმკლავდი ამ შრომას,
წინათ რომ ვერ უძლებდი,
მორჩეს ოთხ წელიწადში
დასახული ხუთწლედი!
კომენტარები (0)