ჰამლეტის ქნარით
ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია! ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია... წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი